Search This Blog

Pages

Saturday, May 8, 2010

გალაკტიონოლოგია - მეცნიერების დარგი







მოგესალმებით ძვირფასო ბლოგის სტუმრებო!
მომავალ წელს სრულდება გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წლისთავი.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გალაკტიონის კვლევის ცენტრი, რომელსაც სათავეში მისი დამაარსებელი თეიმურაზ დოიაშვილი უდგას, ამ თარიღისათვის მზადებას კარგახანია შეუდგა. ცენტრის საქმიანობის, გეგმებისა და მიმდინარე მუშაობის შესახებ მოგვიანებით , დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციებს.

მანამდე კი:

მიმდინარე წელს კვლევის ცენტრი გამოსცემს კრებულს ’’გალაკტიონოლოგია 5’’.
კრებული, ტრადიციისამებრ კომპლექსურია. მასში შესულია სამოცამდე ავტორის სამეცნიერო გამოკვლევები, სტატიები, რეცენზიები, მხატვრული ნაწარმოებები, კრიტიკული, პუბლიცისტური მასალები, მოგონებანი და ა.შ.
გამოცემა გაფორმებულია გალაკტიონის ფოტოებითა და გრაფიკული ნამუშევრებით .
შემდგომ თემაში, ანონსის სახით, შემოგთავაზებთ კრებულიდან ერთი მასალის ფრაგმენტს , რომლის გამოქვეყნებასაც (ჟურნ. ,, ჩვენი მწერლობა ’’ ) ჩვენს ლიტერატურულ-კულტურულ სივრცეში უხმაუროდ არ ჩაუვლია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონისა და ქართული პოეზიის მოყვარული და მცოდნე ქართველი მკითხველი ამის გამო კიდევ უფრო ცხოველი ინტერესით მოელის წიგნის გამოსვლას.

No comments:

Post a Comment